მალამო ელენა სეიმოვისგან. ჰაიმორიტის, ოტიტის, აბსცესის, შეშუპების, ქალური დაავადების და სახსრების ტკივილის დროს

15980
სენსაციური მალამო ელენა სეიმოვისგან. ჰაიმორიტის, ოტიტის, აბსცესის, შეშუპების, ქალური დაავადების და სახსრების ტკივილის დროს
სენსაციური მალამო ელენა სეიმოვისგან. ჰაიმორიტის, ოტიტის, აბსცესის, შეშუპების, ქალური დაავადების და სახსრების ტკივილის დროს

ფუტკრის ცვილს, როგორც ფუტკრის ბევრ სხვა პროდუქტს უნიკალური შემადგენლობა აქვს და დიდი ხანია ტრადიციულ მედიცინაში გამოიყენება. 2002 წელს გაზეთის „ბებიას“ (რეცეპტები 100 უსიამოვნების საწინააღმდეგოდ) გვერდებზე ელენა სეიმოვის ნამუშევარი გამოქვეყნდა, რომელმაც ბევრ მკითხველს პოპულარულ, ბუნებრივ წამალზე ახალი თვალით შეხედვა აიძულა.

ქალმა ფუტკრის ცვილით, მცენარეული ზეთით და კვერცხის გულით მკურნალობის წარმატებული გამოცდილების შესახებ ინფორმაციას აზიარებდა. ეს არც თუ ისე რთული და ყველასთვის ხელმისაწვდომი საშუალება იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მადლიერმა მკითხველებმა მას სეიმოვის მალამო ან ღვთიური საშობაო მალამო უწოდეს.

ამდენი წლის შემდეგაც კი სეიმოვი არ დავიწყებიათ და დღეს ინტერნეტ სივრცეში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ადამიანების კომენტარებს, რომლებმაც სეიმოვის მალამოს დახმარებით ბევრი უსიამოვნო დაავადების განკურნება შეძლეს.

სეიმოვის მალამო

სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად ნამდვილი ფუტკრის ცვილი სკიდან, უმჯობესია თუ მას მოყვითალო ფერი ექნება. ეკლესიის სანთლები ბაზად არ გამოდგება. ზეთის სახით ნებისმიერი გამოდგება: მზესუმზირა, სიმინდი, უფრო ხშირად ზეითუნის ზეთს იყენებენ.

ინგრედიენტები:

  • ½ კვერცხის გული
  • 25-30 გრ ცვილი
  • 150 მლ მცენარეული ზეთი

მომზადება:

1.კვერცხი მოხარშეთ, ცილა და გული დააცალკევეთ.

2.ემალის ჭურჭელში ზეთი ჩაასხით და 35-40 გრადუსამდე გააცხელეთ.

3.ცხელ ზეთში მომზადებული ცვილი ჩადეთ.

4.ზეთის გაცხელება გააგრძელეთ, რომ ცვილი ბოლომდე გადნეს და ზეთს შეუერთდეს, ამის შემდეგ მცირე პორციებით, ჩანგლით კარგად დაჭყლეტილი კვერცხის გული დაუმატეთ.

5.კვერცხის გულმა შეიძლება დიდი რაოდენობით ქაფის წარმოშობა გამოიწვიოს. ამ მომენტში ქვაბი მცირე დროით ცეცხლიდან გადმოდგით. შემდეგ კვლავ გააცხელეთ, მუდმივად აურიეთ და 65-70 გრადუსზე მაღლა გაცხელების უფლება არ მისცეთ.

6.ნარევი გაზიდან არ გადმოდგათ, სანამ ყველა ინგრედიენტი ბოლომდე არ გაიხსნება და ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

7.სასწაული მალამო მზადაა. რამდენიმე ფენა დაკეცილ ნეილონის ქსოვილში გადაწურეთ და მცირე ზომის (სასურველია იყოს მინის და ღრმა ძირი ჰქონდეს) კონტეინერში ჩაასხით.

რედაქციის რჩევა

ნამდვილად ეფექტურ მალამოს მიიღებთ, თუ გაცხელების პროცესს მუდმივად გააკონტროლებთ. ხანგრძლივი დუღილმა და მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება ცვილის სასარგებლო ნივთიერებების უმეტესი ნაწილის დაშლა გამოიწვიოს.

რას კურნავს სეიმოვის მალამო

1.ჩირქოვანი ოტიტი

ბამბა დაახვიეთ და ყურში ჩაიდეთ. აუცილებლობის შემთხვევაში ბამბა გამოცვალეთ, ამავდროულად ყურთან მალამო წაისვით. ასე ყველა ოტიტის, არა მხოლოდ ჩირქოვანის განკურნებას შეძლებთ.

2.ჰაიმორიტი

1 ს/კ გამდნარი მალამოთი ცხვირში ჩაიწვეთეთ. რომ არ გაიჭედოს, ყველაფერი სწრაფად გააკეთეთ. საკმარისია, საათში ორჯერ, მალამო ცხვირის ნესტოებში ჩაიდოთ და ყოველთვიურ ჰაიმორიტს დაემშვიდობები.

3.ყელში აბსცესები, ჩირქოვანი ანგინა

მალამო ყელში ამოისვით, კისერზე მალამოს კომპრესი დაიდეთ. თუ ყველაფერს საღამოს გააკეთებთ, ყოველ საათში პროცედურა გაიმეორეთ, დილით უკვე აბსცესები გაქრება.

4.ტროფიკული წყლული

საათში ორჯერ მალამო წასმული სალფეთქი დაიდეთ. უმოძრაოდ დაწოლა არ შეიძლება. მტკივნეულ კიდურას მცირე ზეწოლით დააწექით. უკიდურეს შემთხვევაში, მწოლიარე პოზაში ფეხის ვარჯიში გააკეთეთ.

5.საკვერცხეების კისტა, დანართების ანთება

სეიმოვის მალამო წასმული ტამპონები გამოიყენეთ.

6.ვარიკოზული ვენები

მალამო დღეში 3-ჯერ კანში შეიზილეთ.

7.დერმატიტი, დახეთქილი ტუჩები

პრობლემურ ტერიტორიაზე, მალამო დღეში 2-ჯერ შეიზილეთ.

8.სახსრების ტკივილი, რევმატიზმი

მალამო ღამე წაისვით, ზემოდან პერგამენტის ქაღალდი ან ცელოფანი დაიფინეთ. შემდეგ, უკეთესი გათბობის მისაღწევად, შალის ქსოვილი შემოიხვიეთ.

9.ფრჩხილები

სახლის პირობებში ფრჩხილების გასაძლიერებლად, მალამო ღამე წაისვით.

10.კბილის ტკივილი

ცოტა მალამო მტკივნეული კბილის ღრძილზე წაისვით. ეს, ასევე გვირგვინის ქვეშ ტკივილსაც ეხება.

მომხმარებელთა კომენტარები

ელენა სეიმოვის მალამოს ეფექტურობის ზოგს სჯერა, ზოგს კი არა. მისი სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრს საუბრობენ და კამათობენ, მაგრამ გამოყენების შემდეგ ირწმუნებიან, რომ ეს მარტივი საშუალება მაშინაც კი ეხმარებათ, როცა მედიცინა შედეგს არ იძლევა.

„ისეც მოხდა, რომ მარჯვენა ხელის იდაყვის ტკივილი დამეწყო. ტკივილი იმდენად ძლიერი იყო, რომ დილით თმის დავარცხნა დიდ ტანჯვას წარმოადგენდა. იდაყვზე ყველა სახის მალამოს, ნაყენს ვისვამდი, ღამე ვითბუნებდი, მაგრამ ყველაფერი უშედეგოდ.

და ექიმმა გამომიწერა რეცეპტი. დიაგნოზის შესახებ ვკითხე და მან მიპასუხა, რომ აქ თვითონ არის ექიმი, ხოლო სწავლით საკუთარ სკოლაში მესწავლებინა. მკურნალობა იქამდე მივიდა, რომ იდაყვის ნაერთში ორი ნემსის გაკეთება მიწევდა.

ასეთმა აგრესიულმა მკურნალობის მეთოდმა შოკში ჩამაგდო და სეიმოვის მალამო მოვამზადე. მთელი დღის განმავლობაში, ყოველ საათში მალამოს იდაყვზე ვისვამდი. ასე გავიდა ერთი კვირა. შედეგი გასაოცარი იყო: ტკივილი გაქრა, ხელი კი ჯანმრთელი გახდა“.

„ამ მალამოს დახმარებით მკერდის ძლიერი ტკივილი მოვიშორე. ამასთან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება პირველივე გამოყენების შემდეგ დავინახე. რამდენჯერმე წავისვი და ტკივილი გაქრა. მანამდე კი მამალოგთან კონსულტანციაზე ვიმყოფებოდი – მან პათოლოგია საერთოდ ვერ დაინახა“.

„კბილის ქვეშ გვირგვინი ამტკივდა, ღრძილზე ფისტულა გაჩნდა, ლოყები შემიშუპდა. მსგავსი პრობლემა ჩემ მეზობელსაც ჰქონდა. მას მალამოთი მკურნალობა ვურჩიე და მეც ვიმკურნალე. რა მოხდა?

მეზობელი სტომატოლგთან წავიდა და ორი კბილის გარეშე დარჩა, მე კი კბილები შემრჩა. მალამო პირში სწრაფად იწოვება, ამიტომ ბინტზე მალამოს ვუსვამდი და ღრძილზე ვიდებდი. არ მახსოვს, რამდენი ხანი ვმკურნალობდი, მაგრამ ერთ კვირაზე მეტხანს ნამდვილად არა“.

„ამ მალამოს დახმარებით ჰაიმორიტის განკურნება შევძელი. გიამბობთ, როგორ ვიმკურნალე. 1 ს/კ მალამო გაადნეთ, პიპეტით აიღეთ და ცხვირში ჩაიწვეთეთ. არ შეგეშინდეთ, რომ მალამო ცხელია: სანამ ლოგინში მისვლას მიასწრებთ, რომ კომფორტული პოზა მიიღოთ, მალამო უკვე გაგრილებას მოასწრებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბოლომდე არ გამაგრდეს, რომ კვლავ გაცხელება არ მოგიწიოთ. მე ყოველ საათში ვიწვეთებდი და ჰაიმორიტის არსებობა დამავიწყდა!“

„მალამო უბრალოდ შესანიშნავია! მისი მაღალი ეფექტურობა დამტკიცებულია და გირჩევთ. მის შესახებ 7 წლის წინ გავიგე და მას შემდეგ ჩემს აფთიაქში საპატიო ადგილს იკავებს. ყველა უსიამოვნების ჩამოთვლას არ დავიწყებ, რომელთა განკურნებაც მისი დახმარებით მოვახერხე. ეს დიდ დროს წაიღებს. უფრო მარტივია იმის ჩამოთვლა, რაც არ ვიმკურნალე.“

მალამოთი მკურნალობის დაწყების წინ, ინდივიდუალური აუტანლობის შესახებ არ დაგავიწყდეთ. დარწმუნდით, რომ ცვილზე ალერგია არ გაქვთ, ასევე მკურნალ ექიმთან კონსულტანცია გაიარეთ.