შვედი ფსიქიატრი სასტიკად აკრიტიკებს ბავშვის აღზრდის თანამედროვე მეთოდებს და მიუთითებს მის ნაკლოვანებებზე

0
621

თანამედროვე ბავშვებს ბევრად უფრო მსუბუქად ზრდიან. მკაცრი განათლება წარსულში დარჩა. მეთოდები უფრო ლიბერალური ხდება, მშობლები ცდილობენ შვილებთან უფრო მეტად დამეგობრდნენ, ვიდრე ადრე, როდესაც არასწორი საქციელისთვის ბავშვებს სჯიდნენ და ფსიქოლოგიურ ტრავებს აყენედნენ. მაგრამ შეიძლება ასეთი მეთოდები გამოვიყენოთ რეალურ ცხოვრებაში?

შვედეთის ფსიქიატრი და რამდენიმე წიგნის ავტორი, დავით ებერჰარდი მიიჩნევს, რომ ლიბერალური აღზრდა ზიანს აყენებს ბავშვს და მშობელს. ჩვენ გაგიზიარებთ მის ხედვას ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

ცნობილმა ფსიქიატრმა მიიჩნია, რომ დღევანდელ თაობას აღზრდას მკაცრი ხასიათი არ გააჩნია. მშობლები ბავშვებს კვარცხლბეკზე ზრდიან. ამის გამო, ისინი არ არიან მზად რეალურ სამყაროში ცხოვრებისთვის, ისინი მზად არ არიან დაამტკიცონ თავისი კანონები, რადგან რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირადაა.

ებრჰარდმა თავად აღზრდა რვა შვილი, ამიტომ მისი დასკვნები პრაქტიკიდან გამომდინარე.

ლიბერალურ აღზრდას იქამდე მივყავართ, როდესაც მშობლები არ სჯიან ბავშვებს, მათ საშუალებას აძლევენ ყველაფერი გააკეთონ, რაც სურთ. მშობლებმა შეწყვიტეს პასუხისმგებლობა. ისინი ცდილობენ თავიანთი შვილების მეგობრები იყვნენ, ვისგან უნდა ისწავლოს ბავშვმა?

მშობლები თავს არიდებენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ისინი დაიღალნენ სამუშაოსგან და სადილისთვის იმას ამზადებენ, რაც ბავშვს სურს, ისე, რომ არც კი ეკამათებიან. ბავშვის ნებას რთავენ ტელევიზორთან ისადილოს.

ამის შესახებ დავით ებერჰარდი ამბობს: “მე არ ვამბობ, რომ ეს არასწორია. მე მხოლოდ ვამბობ, რომ მშობლის ცხოვრება არ უნდა იყოს მხოლოდ ბავშვის გარშემო. არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ მას აქვს დადებითი გავლენა მომავალში ბავშვებზე, რომ მათ უფრო წარმატებული ზრდასრული ცხოვრება ექნებათ.”

ფსიქიატრი მიიჩნევს, რომ ოჯახი არ უნდა იყოს დემოკრატიული. მშობლების და შვილებს ურთიერთობა არ შეიძლება იყოს დემოკრატია, ერთი ასწავლის, მეორე კი უსმენს. მშობლებს აქვთ მეტი გამოცდილება და ცოდნა, რის გამოც ისინი წესებს ადგენენ.

ბავშვები არ არიან ფაიფურის თოჯინები და არ სჭირდებათ მათ განსაკუთრებული გაფრთილება. ისინი უნდა მოამზადოთ რეალური ცხოვრებისთვის, სადაც ყველაფერი განსხვავებულია. კრიტიკა, კომენტარები, სასჯელი – ყველაფერი ეს აუცილებელია ბავშვებისთვის.

ებერჰარდი ამბობს: “მშობლებს ევრობაში ეშინიათ ყველაფრის, მიაჩნია, რომ თუნდაც მცირე კრიტიკამ შეიძლება დააზიანოს ბავშვი. ისინი აღარ ეუბნებიან ქალიშვილს: “ნუ ჭამთ ბევრ შოკოლადს, სხვაგვარად გაიზრდება ცხიმი”, რადგან ეშინიათ, რომ გოგონას დაუყოვნებლივ დაემართება ანორექსია.”

არ უნდა დავიცვათ ბავშვი საფრთხეებისა და იმედგაცრუებისგან. აქ მხოლოდ უზარმაზარი რისკია. ზედამხედველობა უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე.

ფსიქიატრი ამბობს: “თუ გვსურს დამოუკიდებელი შვილის აღზრდა, ის უნდა გავუშვათ სკოლაში მარტო. ექვსი წლის ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია ამის გაკეთება, ქალაქშიც კი. მშობლები ამის საშუალებას არ აძლევენ, მაგრამ ამავე დროს ვარაუდობენ, რომ ბავშვი მიიღებს გადაწყვეტილებებს ან განიხილავს თითოეულ საკითხს მშობლებივით.”

მშობლები აბსოლუტურად არ ამზადებენ შვილებს ზრდასრულობისთვის, ისინი ფიქრობენ, რომ ცუდი არაფერია მათთვის. ასეთი ბავშვებიდან იზრდებიან უგუნური პატარა სულელები, რომლებიც ნამდვილად ვერ აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს, რადგან მშობლებს არასდროს უთქვამთ, რომ რაღაცას ცუდად აკეთებენ. რა თქმა უნდა, თქვენ თავად გადაწყვეტთ, როგორ აღზარდოთ ბავშვები სწორად.

არ უნდა გადახვიდეთ ერთი უკიდურესიდან მეორეზე და დაუყოვნებლივ დაიწყოთ ბავშვის გაკრიტიკება ან დასჯა. არა, თქვენ უბრალოდ უნდა იპოვოთ ოქროს შუალედი. თითოეულ ბავშვს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა, საკუთარი აღზრდის მეთოდოლოგია, რაც ხელს შეუწყობს ღირსეული და კარგი პიროვნების განვითარებას.

რას ფიქრობთ ამის შესახებ? ფიქრობთ, რომ ლიბერალური აღზრდა ბავშვებს ანადგურებს? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში!

პასუხის გაცემა

დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი